გურული ფირალები

,,ფირალი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს გაქცეულს. გურული ფირალები ძალზედ განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან. მაგ: ისინი ართმევდნენ მდიდრებს და აძლევდნენ ღარიბებს. ვერც ერთი ყაჩაღი იმ სოფელს ვერ გაეკარებოდა, სადაც ფირალები ცხოვრობდნენ გაქცევამდე. ამიტომაც, ხალხს ძალიან უყვარდათ ისინი და მხარს უჭერდნენ მათ. დროთა განმავლობაში ფირალები ლამის მითიურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორის, ლეგენდების და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა გურულ გლეხს, რომელიც უსამართლობას შეეჯახებოდა არ შეეძლო ტყეში გაქცევა ფირალად, ეს მოითხოვდა უდიდეს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას, ამიტომაც, ნამდვილი ფირალი გამოირჩეოდა სიძლიერით, სიმამაცით, სიმარჯვითა და ამასთანავე იყვნენ არაჩვეულებრივი მსროლელები. გლეხობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დავას ისინი აგვარებდნენ და გლეხებს შეეძლოთ მშვიდობიანად გაეგრძელებინათ ცხოვრება თავიანთ სახლებში.

,,პირველი ტალღის“ ფირალების, როგორც მათ უწოდებდნენ (მე–19–ე საუკუნის ბოლოს), ასპარეზზე გამოჩენა სოციალურ – პოლიტიკური კატაკლიზმების გამო მოხდა. ეს ტალღა გაგრძელდა 1900 წლამდე, როცა მარქსის იდეალოგიამ მოიცვა საქართველო, სამწუხაროდ, გურულებმა რომელთა ხასიათი ყველაფერში პირველობისკენ სწრაფვაა, უმალ აიტაცეს ეს იდეალოგია. მარქსისტებმა შექმნეს კომიტეტი და ,,წითელი არმია“, ისინი სჯიდნენ იმათ ვინც არ იზიარებდა მათ იდეებს, ჩვეულებრივი გლეხი იყო ის თუ სახელმწიფო მოხელე. მათი სლოგანი იყო: ,,მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუ რევოლუცია მოითხოვს ამას“, თუ ეს კომიტეტი სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანდა ვინმეს, ის აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამჯერ გამოუტანეს ეს განაჩენი და სამჯერვე გადაურჩა სიკვდილს იყო ფირალი– დათიკო შევარდნაძე (1875–1909), რადგანაც ის ბრწყინვალე მსროლელი იყო. ტელეფონის ბოძიდან ასი ნაბიჯის მოშორებით მაუზერის ტყვიას ახვედრებდა ტელეგრაფის მავთულს. როგორც იტყვიან ტყვიას ტყვიაში აჯენდა.





                  გურული ფირალები







 











http://ვრცლად

No comments:

Post a Comment