ისტორია

ტრადიცია (ლათ. traditio) — ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმებია. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და ენას.
          
ტრადიციების მრავალფეროვნება.
არსეებობს დადებითი და უარყოფითი ტრადიციები.ერთი საზოგადოების წინსვლას ემსახურება,მეორე კი მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას.ტრადიციები არა მხოლოდ ალამაზებენ ადამიანის ცხოვრებას,არამედ ხელს უწყობენ ისტორიული ცნობების უკეთესად გაგებას.თითოეულ ერს საკუთარი და სხვებისაგან განსხვავებული ტრადიცია აქვთ, მაგრამ ქართული ტრადიცია გამოირჩევა თავისი სიძველიტა და ორიგინალურობით. ხამგრძლივი ისტორიული განვითარების განმავლობაში ქართველმა ხალხმა შეიმუშავეს ცხოვრების საკუთარი წესი. შექმნეს მდიდარი ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები, ადათები, დღესასწაულები და თაობებს მემკვიდრეობით დაუტოვეს სამოქმედოდ.ტრადიციები დროის მიხედვით განიცდიდნენ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო შეენარჩუნებინა ტრადიციებისთვის პირვანდელი სახე, თუმცა უმნიშვნელო ცვლილებებით.
ქართველები გამოვირჩევით სხვადასხვა ტრადიციებით. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები.მაგ:რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილი ტრადიციები,როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის,სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი,მეტად აქტუალურია და დგესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველ საზოგადოებათა შორის.
საქართველო დიდი მემატიანით გამოირჩევა. ამიტომ მოხდა ისე რომ ძველი ტრადიციები მივიწყებას მიეცა. ასეთებია: ყეენობა,ჭონა, მამითადი,ძუძუმტეობა, ფიცვერცხლი,და სხვა მრავალი, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები აქტიურად იკვლევენ.


წყარო: გივი ახვლედიანის "ტრადიციები და თანამედროვეობა"




                                                

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში, ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით,ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის
საგრძნობი განსხვავება იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრუ- ლებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

No comments:

Post a Comment