Tuesday, November 20, 2012

რა არის ტრადიცია? წარსულის გადმონაშთი თუ ეროვნულობის შენარჩუნება? ის, რაც ხშირად ხდება მიჩვევადია, ისევე როგორც ყველა პირობა და გარემოება. თუ ბევრი ადამიანი ერთნაირად იქცევა ყალიბდება აზრი, რომ ეს სწორია და ტრადიციაც იქმნება. საუკუნეების წინ შექმნილი ტრადიციების ნაწილი დღემდე აქტუალური და მისაღებია. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, არ ეთანხმებოდე , მაგრამ რატომღაც დაუწერელი კანონივით.
ჯერ კიდევ აბორიგენ ტომებს აქვთ ნადირის გატყავების და განაწილების ტრადიცია. ყველა ქვეყანას აქვს რაღაც თავისი, როგორც თითოეულ ინდივიდს დედამიწის ზურგზე. უამრავია ტდაცია და ყველა მათგანი ერის თვითმყოფადობას გამოხატავს, მაგრამ როდესაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება ეს უკვე ნიშნავს, რომ ერი დამოკიდებულია მხოლოდ წარსულზე.



ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი - "ტრადიცია ხშირად ფარავს იმას, რისი გადმოცემაც სურს" ანუ როცა ტრადიციას მსჯელობის გარეშე იღებ და არ აცნობიერებ, არ შლი, რას ნიშნავს ის, გარკვეულწილად ცნობიერება იკეტება და შესაძლებელია ასეთი ტრადიცია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე ტვირთი. არსებობს ასეთი ცნება- ტრადიციის დესტრუქცია, რომელიც იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დავანგრიოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ გადავწმინდოთ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ დავინახოთ, რა იმალება საფუძველში. ამის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ერად ჩამოყალიბება. ერად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ილია - ჩვენი არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც. წარსულიდან რაღაცის გაუცნობიერებლად აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც არჩევანს კი არ აკეთებს, არამედ რაღაცას იღებს არჩევანის გარეშე.


No comments:

Post a Comment